17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
პრეზიდენტმა ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რაც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. 

​"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რაც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. უნდა დადგეს ასე საკითხი - პოლიტიკური კრიზისის დასრულება უფრო დიდი ამოცანაა თუ გიორგი რურუას ციხეში ყოფნა. 

დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ვერ ვაღწევთ შეთანხმებას და ამით ზიანდება საზოგადოება. 

მე მგონი "გირჩსაც" და გიორგი ვაშაძესაც განსხვავებული შეხედულება აქვთ პროცესის მიმართ. რომელი მედია რას იტყვის და რომელი პოლიტიკოსი რას იტყვის, ამის თუ გეშინია, არ უნდა იყო პოლიტიკაში. 

სწორია დღეს პოლიტიკის პარლამენტში შემოტანა, ეს არის ჩემი დამოკიდებულება და ჩვენ ეს გავაკეთეთ,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები