ევროპის მოედნიდან დედა ენის ძეგლამდე - დღეს თბილისში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ხალხის ხალხმრავალი აქცია და მსვლელობა მოეწყო.
ძალა, რომელმაც, "უცნობის" აზრით, ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოახდინოს, ევროპის მოედანზე 12 საათისთვის შეიკრიბა. მოქალაქეები ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც, შეკრებას კოლონები ქალაქის სხვადასხვა შემოსასვლელიდან შეუერთდნენ.
მდუმარე პროტესტის მთავარი ადრესატი ოპოზიცია იყო, თუმცა, მასთან ერთად კრიტიკის ობიექტი იყო ხელისუფლებაც. შეკრებილების განსაკუთრებული პროტესტი რუსთაველზე გაშლილმა ე.წ. კარვების ქალაქმა გამოიწვია.
"უცნობმა" მთავარი გზავნილი პატრიარქს გაუგზავნა. იქამდე კი, სანამ საკუთარ დამოკიდებულებას ილია მეორის მიმართ საპატრიარქოსთან გამოხატავდა, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერაც დატოვა.
შეკრების მონაწილეებს უპასუხა საპატრიარქომაც. პირველად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე აიტვირთა აქციის ამსახველი ფოტოები, სათაურით - "მადლობა". მოგვიანებით, წარწერა წაიშალა და გამოქვეყნდა კიდევ ერთი ვიდეო, იმავე წარწერით- "მადლობა".
ხალხმრავალი შეკრება თითქმის სამი საათი გაგრძელდა.