ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ნატოს ვებვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებმა და ქართული დელეგაციის წევრებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის იყო პოლიტიკური კრიზისი. ალიანსი უმრავლესობასა და ოპოზიციას მოუწოდებს, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
როგორც კონოლიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა.
"საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება. საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ჩვენი ღრმა შეშფოთების საგნად რჩება. ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას.
ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს. მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა,"- აღნიშნულია განცხადებაში.