ანდრიუს კუბილიუსმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის სისუსტე კრემლის აგრესიის პროვოცირებას ახდენს, რისთვისაც პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, სიმტკიცის ჩვენებაა საჭირო და არა უკან დახევა.
ევროპარლამენტის დეპუტატის თქმით, საჭიროა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების სერიოზული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა. ასევე საჭიროა, რომ ამ ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციაზე უფრო ხშირად ისაუბრონ.
"თუ ჩვენ გვსურს მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მაშინ არ არის საჭირო უკან დახევა პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, საჭიროა საკუთარი სიმტკიცის ჩვენება. საჭიროა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების სერიოზული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა; საჭიროა, რომ უფრო ხშირად ვილაპარაკოთ ამ ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციაზე, რაც დაეხმარებოდა მათ, რომ იყვნენ უფრო მეტად მოტივირებულნი, როცა საკმაოდ რთულ რეფორმებს ახორციელებენ. მხოლოდ ამგვარმა რეფორმებმა შეიძლება მოიტანოს უკრაინისა თუ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების წარმატება,"- ამბობს ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი.