"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება "რთულ დროს მიიღეს" :
"სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.
ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.
რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს,"-აცხადებს გიგა ბოკერია.
პარტიის ყრილობაზე, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გივი თარგამაძემ.