17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა - თეა ახვლედიანი

პანდემიის მიზეზით საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა. ამის შემდეგ, ხიდი ცალმხრივად მხოლოდ რამდენჯერმე გაიხსნა. გამონაკლისის სახით საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ ავადმყოფებს, "ენგურჰესის" თანამშრომლებს და პენსიონერებს ატარებენ. 

"რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა.

7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

 

დღის ამბები