17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
როდესაც უკრაინას სერიოზული საფრთხე ემუქრება, ახლა კინკლაობის დრო არ არის - ექსპერტები უკრაინაში ელჩის დაბრუნებაზე

ქართული მხარის შეცვლილ დამოკიდებულებას თითქმის ერთი წლის თავზე, რომელიც უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების საკითხს ეხება, დიპლომატები და ანალიტიკოსები იწონებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თავის დროზე, როდესაც საქართველომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, შეცდომა იყო, რომელმაც ორმხრივ ურთიერთობებს კარგი არაფერი მოუტანა.  

"ბუნებრივია, "ქართულ ოცნებას" შეუძლია თავი იმით გაიმართლოს, რომ ადამიანი, რომელიც იმუქრება რევოლუციის მოწყობით და მას ნიშნავენ მეგობარ ქვეყანაში თანამდებობაზე, რომ ეს აღქმული იყო, როგორც არამეგობრული ჟესტი. თუმცა, ახლა კინკლაობის დრო არ არის, როდესაც უკრაინას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ "ქართული ოცნება" მეგობრობას წყენაზე მაღლა აყენებს. 

რომ ჩათვალო, თუნდაც, რომ ზელენსკიმ შენს მიმართ გადადგა არამეგობრული ნაბიჯი და დანიშნა სააკაშვილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ-ურაინული მეგობრობა ასეთ ჟესტს იმსახურებდეს," - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე. 

"ასეთ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ფორმა და დრო, დროს ჩვენ უკვე ძალიან ვკარგავთ. დიპლომატიაში მნიშვნელოვანია ტემპი. სჯობს, პრობლემის გადაჭრა დაიწყო მანამ, ვიდრე ეს პრობლემა აქტიურ ფაზაში შევა. რაც უფრო ადრე მივიღებთ მკაფიო გადაწყვეტილებას და ამას შესაბამის ფორმას შევძენთ, მით უფრო ნათლად დავიკავებთ სწორ პოზიციას, ბარიკადები სწორ მხარეს," - აღნიშნავს ალექსანდრე რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილი.

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაადასტურა. 

დღის ამბები