ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამ წუთებში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და ორი კარავი ჩამოართვა. ადგილზე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები.