ოკუპირებულ ახალგორში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. საოკუპაციო რეჟიმმა სასწავლო დაწესებულებები დახურა. ამოქმედდა შეზღუდვები, რაც არსებულ სოციალურ კრიზისს კიდევ უფრო დაამძიმებს. ფასები იზრდება კვების პროდუქტებსა და საწვავზე.
ოკუპირებული ახალგორის სამედიცინო პუნქტში, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 20-მდე პაციენტი რჩება. კლინიკის პერსონალი აცხადებს, რომ მძიმე პანდემიური ვითარების გამო, ოთხ ცვლაში უწევთ მუშაობა, რადგან მედპერსონალი არასაკმარისია.
"ცხინვალიდან დახმარებას ველოდებით, მედპერსონალი დაგვემატება და როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე, სხვადასხვა დაავადებისას სათანადო დახმარებას აღმოგვიჩენენ. ამ დროისთვის, ვითარება მძიმეა, თუმცა, ჯერჯერობით, ვუმკლავდებით,"-აცხადებს ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი.