ამ წუთებში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეხვდებიან.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივლენ. ამასთან, შეხვედრაზე მისვლას აპირებს "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.