ამ წუთებში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდებიან.
იქამდე, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ხვდებოდნენ, რომელმაც ტერიტორია ისე დატოვა, კომენტარი არ გაუკეთებია.
წინასწარი ინფორმაციით, დღეს ელჩებს "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც შეხვდება.