20 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
დღეს პარლამენტში ანზორ ჩუბინიძეს ელოდებიან

დღეს პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. 

ანზორ ჩუბინიძე კანონმდებლების წინაშე ნდობის ჯგუფის ფორმატში წარსდგება. დეპუტატებს ის გასულ წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს გააცნობს.

მანამდე კი, დეპუტატები უკვე თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენენ. განხილვის თემა, ამჯერად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების რეგიონის უსაფრთხოებაზე გავლენაა.

დღის ამბები