17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის თავის პოზიციას, ამ ქვეყნის მტერია - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვირა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება.

"სტრატეგია აღმაშენებელში" არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ კვირაში გაიმართოს მედიაციის მესამე რაუნდი დიპლომატების, ოპოზიციის და ხელისუფლების მონაწილეობით.

"შეხვედრისას შედარებით იმედის მომცემი იყო ის, რომ ისინი გვიდასტურებენ, რომ გაგრძელდეს პროცესი. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის დოკუმენტი, რომელიც ბოლოს დაიდო, არ არის ის, რომელზეც მხარეები ხელს მოაწერენ. თუ მოლაპარაკება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მასში 5-ვე საკითხი უნდა იყოს მოცემული,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე. 

ევროკავშირის ოფისში, სადაც გუშინ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი არჩილ თალაკვაძეს და "ლელოს" ლიდერებს შეხვდნენ, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ განახლებულა. მისიის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ოფიციალურად დღეს ეს შეხვედრები ჩანიშნული არ არის.

"ასეთ გადაცოდავებულ ქვეყანაში, ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის თავის პოზიციას, ის ამ ქვეყნის მტერია. კარგად გამოფხიზლდნენ ერთი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. როდესაც ფეხებს აბაკუნებენ და ამბობენ, რომ არა, გინდა თუ არა, ის უნდა მოხდეს, რაც მე მინდა, თუ არადა, შეთანხმებას ჩავშლიო, ეს ქვეყნის მტრობაა,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები