17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ვფიქრობ, ჟანრის ლოგიკით უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვიხილოთ - დავით სერგეენკო

მმართველ გუნდში ა მოლაპარაკების შედეგიანად დასრულების იმედი აქვთ.

"ყოველთვის არსებობს მიმართულება, რაზეც მუშაობა გვმართებს. ეს კი მოლაპარაკების მიმართულებაა. იმედიანად ვართ განწყობილები, ოღონდ ეს იმედი სხვადასხვა ხარისხის არის იმის მიხედვით თუ, ვისზე ვსაუბრობთ ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს იმისა, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდეს. თუმცა, რეალურად არსებობს იმედის ქონის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკვე დროა, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან, საბოლოო გადაწყვეტილებები ვიხილოთ. 

"ვფიქრობ, რომ უკვე, ჟანრის ლოგიკით, უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვიხილოთ, როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. გულის სიღრმეში მწამს და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მართლაც ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა პარტიულისკენ," - აცხადებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

 

 

 

 

 

დღის ამბები