17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
გაურბიან თავიანთ სამწუხარო წარსულს, ვფიქრობ, არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი - გიორგი ამილახვარი ზურაბ ადეიშვილზე

მმართველ გუნდში ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილებას, მოიხსნას საქართველოს მოქალაქეობა, სამარცხვინოს უწოდებენ.

"მათ ფორმალურად დიდი ხანია უკვე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ნათქვამი აქვთ, და ყოფილ პრეზიდენტს იურიდიულადაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ამ ხაზის გაგრძელება, ისინი გაურბიან თავიანთ სამწუხარო წარსულს, რომელიც ეხება მათ მოღვაწეობას საქართველოში და უკვე სამართლებრივადაც უარს ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც, მე ვფიქრობ, არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი," - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს განცხადება იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვს. ინფორმაციას "კურიერს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უდასტურებს, სადაც აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

დღის ამბები