მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით ელჩებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. გიორგი ამილახვარის განცხადებით, "ქართული ოცნება" დანიელსონის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ კომპრომისული მიდგომა აქვს.
"კონსულტაციები ელჩებთან მიმდინარეობს, ისინი თავად მართავენ როგორც ჩვენთან, ასევე ოპოზიციასთან კონსულტაციებს. დანიელსონის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ "ქართულ ოცნებას" საკმაოდ კომპრომისული და სამართლიანი მიდგომა აქვს, რაც ამ კვირაში გამოჩნდება კიდეც. ვფიქრობთ, რომ ნაწილ ოპოზიციასთან შეთანხმება შედგება და მათ მიერ ბოიკოტირება დასრულდება,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი.