მოლაპარაკებებში რესურსს ხედავენ ის ოპოზიცური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესში ჩართულები არიან. ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ შესაძლოა, საერთაშორისო ზეწოლით მმართველ პარტიას პოზიცია შეაცვლევინონ. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, საქართველოში თვის ბოლოს დაგეგმილია არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა.
მისივე თქმით, ეს იმის მანიშნებელია, თუ რამხელა ყურადღებას იჩენენ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მიმართ.
"ერთადერთი შანსი, რომ ივანიშვილმა დათმოს ძალაუფლება, არის ის, რომ მან უნდა დაინახოს ძალა. თვის ბოლოს საქართველოში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, მას შესაძლოა, სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებიც თან ახლდნენ, თუმცა რომელი ქვეყნიდან, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ეს არის იმის ინდიკატორი, თუ რამხელა ყურადღებას იჩენენ ჩვენი მეგობრები საქართველოს მიმართ. რა ფორმატში იქნება შეხვედრა, არ ვიცი, მაგრამ სერიოზული, მძიმეწონიანი ადამიანები ჩამოდიან," - აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.