17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ვურჩევ დასერიოზულდნენ, გაიზარდონ და ვისაუბროთ როგორც პარლამენტარებმა და არა როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებმა - გიორგი ხელშვილი "გირჩზე"

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი "გირჩის" მიერ შეთავაზებულ 7 მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს და პარტიის წევრებს მოუწოდებს, დასერიოზულდნენ და ისაუბრონ როგორც პარლამენტის წევრებმა და არა როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებმა. 

"გადავიკითხე "გირჩის" 7 მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა საკმაოდ არასერიოზულია. ახლა ისინი თავიანთი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, სრულიად არასერიოზულ პირობებს აყენებენ. საუბარია მოთხოვნის ფორმაზე, 7-დან 1 თუ აირჩიე, ანუ ისინი შემოვლენ პარლამენტში. დანარჩენი 6 გამოდის, რომ სრულიად არაპრინციპული მოთხოვნებია. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ლავირებას მივმართოთ. საუბარი უნდა იყოს ღია და გახსნილი. 

რაც შეეხება ისევ იმ 7 საკითხს, თუკი ისინი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში დაარწმუნებენ პარლამენტს, რომ ეს საკითხები არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება 7-ვე მივიღოთ. ოღონდ ამისათვის საჭიროა საპარლამენტო დებატები და არა ასეთი ულტიმატუმების ენით საუბარი. ფორმატსაც ვერ ვხედავ, რა ფორმატში უნდა განვიხილოთ ეს მოთხოვნები. 

"გირჩი" თუნდაც რომ შემოვიდეს პარლამენტში, ისინი თუ ასეთი არასერიოზული ხალხია, მათ ვერ დავეყრდნობით და მუდმივად ულტიმატუმების რეჟიმში ვიქნებით. ჩემი რჩევა იქნება მათთვის, რომ დასერიოზულდნენ, გაიზარდონ და ვისაუბროთ როგორც პარლამენტის წევრებმა და არა როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებმა,"- აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები