17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია", სავარაუდოდ, მალე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება

გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია", სავარაუდოდ, მალე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება.

დღეს ორგანიზაციის მიზნები მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ განმარტა.

ვატო შაქარაშვილის განმარტებით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობის უზრუნველყოფაა.

მისი თქმით, ამ მიზნებისა და პრინციპების რეალიზაციას პოლიტიკური ძალა სჭირდება, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ახალი პოლიტიკური ძალაც დაფუძნდეს.

დღის ამბები