26 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
პირველად მსოფლიოში იაპონელმა ექიმებმა COVID პაციენტისთვის გადანერგვის ოპერაცია ცოცხალი დონორების დახმარებით ჩაატარეს

იაპონელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად, წარმატებით განახორციელეს კოვიდპაცინტისთვის ფილტვის ქსოვილის გადანერგვის ოპერაცია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

პაციენტის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქალია იაპონიის სამხრეთ რეგიონიდან, კანსაიდან. ქალი COVId-19-ით გასული წლის ბოლოს დაინფიცირდა, მდგომარეობა მალე დაუმძიმდა და რამდენიმე თვე სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული.

ექიმების თქმით, მას ფილტვები იმდენად დაუზიანდა, რომ დამოუკიდებლად სუნთქვა ვერც კოვიდის დამარცხების შემდეგ შეძლო. კიოტოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს განცხადების მიხედვით, ოპერაცია 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ფილტვის ქსოვილი მას ქმარმა და ვაჟმა გადაუნერგეს.

მათივე ინფორმაციით, ეს იყო მსოფლიოში პირველი ოპერაცია, რომელიც კოვიდპაციენტისთვის ცოცხალი დონორების დახმარებით განხორციელდა. 

ექიმ ჰიროსი დეტეს განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადანერგვის ოპერაცია იმედია იმ პაციენტებისთვის, ვისაც COVId-19-მა ფილტვები მძიმედ დაუზიანა. 

კიოტოს უნივერსიტეტის განცხადებით, გადანერგვის ოპერაციები გარდაცვლილი დონორების დახმარებით ხშირია, თუმცა ცოცხალი დონორის მეშვეობით მსგავსი ოპერაციის ჩატარება პირველად სწორედ მათ შეძლეს. ოპერაცია 30 კაციანმა გუნდმა ჩაატარა. პაციენტი კი საავადმყოფოს დაახლოებით ორ თვეში დატოვებს.

დღის ამბები