17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, ეს ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს - გზავნილები ბრიუსელიდან
ევროკავშირის პოზიცია უცვლელია - პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისი შესაძლებელია, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია  გამბედაობას, სიმწიფესა და მზაობას გამოიჩენენ.
 
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ საქართველოს მომავლის გასაღები პოლიტიკოსების ხელშია, თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, ეს ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს.
 
ევროპარლამენტარების განცხადებით, მედიაციის მესამე რაუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პოლიტიკური აქტორები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობას გამოთქვამენ.
 
ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებით, "თუკი ბატონი დანიელსონი ჩათვლის, რომ  საქართველოში მის დაბრუნებას აზრი ექნება, მას მხარს დაუჭერენ.
 
თუ მხოლოდ იმის სათქმელად იქნება ეს ვიზიტი, რომ გვითხრან, ვერ შედგა შეთანხმება პარტიებს შორის, ამის თქმა დისტანციურადაც შეუძლიათ," - დასძინა გალერიმ.
 
დღის ამბები