ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს თვის ბოლოს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.
კალინდრა წერს, რომ ლინას ლინკევიჩუსის ვიზიტის დროს მხარეები ევროკავშირის მედიაციის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგს, ევროატლანტიკურ მომავალს და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.