პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაში დაითანხმონ.
"ეს დღეები მიდის მცდელობა, რომ როგორმე ჩვენი ოპონენტები დაითანხმონ ჩვენმა პარტნიორებმა რომ შეთანხმება აუცილებელია და ამ აზრამდე მივდივართ. ირაკლი კობახიძე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ და უკვე დიდი ხანია იგეგმებოდა მისი ვიზიტი როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, ამ შემთხვევაში როგორც პარტიის თავმჯდომარის რანგში," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუ რას შესთავაზებს უმრავლესობა ოპონენტებს.
"დეტალებში ბუნებრივია ვერ შევალთ, ასეთია მოლაპარაკებების ფორმატი, რომლებიც იქნება შეთავაზებული ოპოზიციისთვის და აქამდეც იყო, არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რა ნაბიჯებიც გადავდგით უკვე, ეს ეხება ძალიან ბევრი რეფორმის დაწყებას, როგორც საარჩევნო, ისე მართლმსაჯულების, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს და ა.შ. ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლებათ რაღაცნაირად მოძებნონ რესურსი თავიანთ რიგებში და გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.