შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ის ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრებს იწყებს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად.
ბლინკენი ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე საერთო პრიორიტეტებსა და გამოწვევებს განიხილავს.
ბლინკენის გარდა ბრიუსელს ეწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაში.