პრემიერ-მინისტრს რიონის ხეობაში ჩასვლისკენ მოუწოდებს პარტია "მოქალაქეები". განცხადება ლევან იოსელიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩავიდეს რიონის ხეობაში როგორც კი გამოჯანმრთელდება. მან პირადად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხის მოგვარებაზე, რადგან ეს ყველაფერი თუ გამწვავდა, ამით მხოლოდ ხელისუფლება კი არა, საზოგადოება დაზარალდება,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.