25 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.  ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ მოსამართლემ ბრალდებული პოლიტიკოსის საქმის გადასინჯვისას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა გამოიყენოს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს საქმის პროკურორები, ია დარჯანია და ამირან გულუაშვილი, წარმოადგენენ.

ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების მოლოდინი აქვს დაცვის მხარესაც. 10 წუთიანი შესვენებისას ნიკა მელიას უფლებადამცველმა განაცხადა რომ არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა, ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული, რაც აძლევს მას საფუძველს, რომ სავარაუდოდ, სასამართლო დღეს ნიკა მელიას გათავისუფლებას არ აპირებს.

ენმ-ს თავმჯდომარის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გრძელდება.

დღის ამბები