19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამახვანჰესის ტერიტორიზე ურანის საბადოები არსებობს, წიაღის ეროვნულის სააგენტო დეზინფორმაციას უწოდებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამახვანჰესის ტერიტორიზე ურანის საბადოები არსებობს, წიაღის ეროვნული სააგენტო დეზინფორმაციას უწოდებს.

სააგენტოს განცხადებაში წერია:

"სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ნამახვანჰესის ხელშეშლას. წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები