17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მოსამართლემ და სასამართლომ ყველას მოგცათ უფლება, რომ ტყუილის გამო სახეში შეაფურთხოთ - გიგი უგულავა

გიგი უგულავამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა, განაცხადა, რომ ეს არ იყო სასამართლო, არამედ იყო უსირცხვილობა. 

"ოროსანი რომ თავჩაღუნული იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბამდა, იმიტომ, რომ იცოდა, იტყუებოდა. ეს არარაობა მოსამართლე, უკან მოიხედა თვალახვეულმა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო. კატასტროფა იყო, 30 სასამართლო მქონია და ასეთი უსისხლძარღვო, უსინდისობა არ მინახავს. 

დღეს ყველას მოგცათ მოსამართლემ და სასამართლომ იმის უფლება, რომ ტყუილის გამო, მათ სახეში შეაფურთხოთ. ეს არის მანტიაში შეხვეული საზიზღრობა,"- განაცხდა გიგი უგულავმ

დღის ამბები