”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ ნიკა მელიას შეუძლია გირაო დღესვე გადაიხადოს და საპატიმრო დატოვოს, თუმცა ციხეში ყოფნა ნიკა მელიას არჩევანია.
"უნამუსო მატყუარები არიან და გათვლა აქვთ იმაზე, რომ რასაც ჩასძახებენ იმ ადამიანებს, ვინც ბრმად ენდობიან, იმას დაიჯერებენ. არ ვიცი რა კატეგორიაა ეს ხალხი.. არ არსებობს გირაო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, არ არსებობს. გირაო, რომელიც თავის დროზე გირაოთი დაუმძიმეს, რაც თავის მხრივ იყო უპრეცედენტო შემთხვევა და მორგებული მარტო ნიკა მელიაზე და საქართველოს სასამართლო ისტორიაში ამგვარი არ მომხდარა. გირაო არ არსებობს, ის გირაო გაუქმდა, როგორც აღკვეთის ღონისძიება და ახალი აღკვეთის ღონისძიების სახით მას დაუწესა სასამართლომ პატიმრობა. ანუ, პატიმრობა როცა არის, სხვა აღკვეთის ღონისძიება არ არსებობს, არ შეიძლება ორი აღკვეთის ღონისძიება იყოს ერთდროულად ძალაში - გირაოც და პატიმრობაც. ეს არის აბსურდი,“ - ამბობს გია ბარამიძე.