17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ისთვის" მიცემული ინტერვიუში ნიკა მელიასთან დაკავშირებით სხვა აქცენტები გააკეთა - გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი, როდესაც მმართველი გუნდი იკრიბება და ნიკა მელიას შესაძლო დაკავების საკითხზე მსჯელობს, პოლიტიკური კონიუნქტურა აქ არაფერ შუაშია. 

"რა არის ამაში გასაკვირი და უჩვეულო, როდესაც პოლიტიკური პარტია, მისი ხელმძღვანელობა მსჯელობს, განიხილავს გარკვეულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა მოხდეს, ან - მომხდარიყო. სწორედ ამაზე გააკეთა ირაკლი კობახიძემ აქცენტი თავის ინტერვიუში, რომელზეც ოპონენტები მიუთითებენ. რა იყო ამაში უჩვეულო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა და იხილავდა საკითხს პოლიტიკური თვალსაზრისით, რა გამოხმაურებები და შეფასებები შეიძლება ყოფილიყო როგორც საერთაშორისო საზოგადოებიდან, ასევე - ჩვენი ოპონენტების მხრიდან და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი პასუხი. ეს იყო ირაკლი კობახიძის ინტერვიუში ნახსენები და პოლიტიკური კონიუნქტურა არაფერ შუაშია,"- აღნიშნა "დღის კურიერში" პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა.

ნიკა მელიას უფლებადამცველმა დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ მტკიცებულებად სასამართლომ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა "ღამის კურიერის", იმ გადაცემის განხილვას ითხოვს, სადაც სტუმრად ირაკლი კობახიძე იყო მოწვეული. მათი თქმით, ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ გეგმავდნენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროცესი დაწყებული არ იყო. 

დღის ამბები