საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილება ადგილზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ იყო სამწუხარო შემთხვევა, ახალგაზრდა, რომელიც იმყოფებოდა კარვებში, შემდეგ გამოვიდა და გაუჩინარდა წყალში, დღესაც არ არის ჩვენთვის ცნობილი რა გარემოებებში მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც წყლის დონე დიდდება, ვერ შეფასდება როგორც უსაფრთხო გარემო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საპროტესტო აქციების დროს ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ჩანს ადგილზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული, თვითონ აქტივისტებიც არ იცნობენ ერთმანეთს.
არასწორი, ანგაჟირებული პოზიციაა, რომ იქ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება ირღვევა. რაც კეთდება, უსაფრთხოების გამო კეთდება. ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე ასეთი უბედური შემთხვევა არ მოხდება,"- განაცახადა "დღის კურიერში" ნათია თურნავამ.