17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა "ნაციონალებს" სჭირდებათ" - მმართველი გუნდი ოპონენტებს სპეკულირებაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ოპოზიციას სპეკულირებაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მელიას საპატიმროში ყოფნა მათი ოპონენტების მიზანია და სწორედ ამიტომ არ იხდის ის გირაოს.

"არავითარი პოლიტიკური დივიდენდი "ქართული ოცნებისთვის" ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა - ეს სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", რათა მუდმივად გააგრძელონ ამ თემაზე სპეკულაცია,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი. 

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი ოპონენტებს მოუწოდებს, დათანხმდნენ მმართველი გუნდის შეთავაზებას, გადაიხადონ ნიკა მელიას გირაო და ერთად მიიღონ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ამნისტიის კანონი.  

"მე მოვუწოდებ ოპონენტებს, დაანებონ პოლიტიკურ კეკლუცობას თავი. ამ წუთასაც შეუძლია ნიკანორ მელიას დატოვოს საპატიმრო და ამის შემდგომ "ქართულ ოცნებას" გაცხადებული აქვს, რომ ჩვენ მათთან ერთად და მათი მონაწილეობით, მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, რომლის მიხედვითაც მოხდება როგორც ნიკა მელიას, ისე სხვა პირების ამნისტირება და ამით ეს საკითხი დამთავრდება. ეს რატომ გახდა პოლიტიკური ვაჭრობა, როცა ჩვენი პოზიცია ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები