"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ საკითხი იყო და არის ხელისუფლების მხრიდან ვაჭრობის საკითხი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაცია უნდა დასრულდეს.
"ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა არის დაკომპლექტებული უსინდისო აფერისტებით. "ბულბულაშვილმა" ცალსახად თქვა, რომ ითხოვს პატიმრობას და ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს. მიზანმიმართულად დააპატიმრეს ნიკა, იმიტომ, რომ ის ორი თვე ვაჭრობდნენ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე და რომ ნახეს, რომ არ შედის არავინ პარლამენტში, დააპატიმრეს მელია," - განაცხადა გიგი უგულავამ.