არასამთავრობო ორგანიზაციები სენატორებს წერილით მიმართავენ. მესამე სექტორი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მეტად ჩაერთოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, შექმნილი ვითარების გახანგრძლივება ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს. წერილი ხუთი პუნქტისგან შედგება:
"1. ცხადად უნდა ითქვას, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.
2. უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით,
3. დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა.
4. წახალისებულ იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში," - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 5 ორგანიზაცია აწერს.