ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ - "მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე" - არაკომპეტენტურს უწოდებს.
"ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული დასკვნა იყო ეგ კონკრეტული დასკვნა. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგაც დასკვნა, იმ გუნდის მიერ, ვინც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტური არის დასკვნის ეგ ნაწილი. ეს ხდება ხოლმე.
IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ძალიან კრიტიკული დასკვნა, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში, სწორედ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.