17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
მიმაჩნია, რომ გუნდიდან ყველა პოლიტიკური ლიდერის გაწევა პირიქით შედეგს გამოიღებდა და ამაზე ვერ შევთანხმდით - გიგა ბოკერია გიგი უგულავასთან უთანხმოებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ყოფილ თანაგუნდელთან, გიგი უგულავასთან უთანხმოების დეტალებზე ისაუბრა.

გიგა ბოკერიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, "ევროპული საქართველოდან" ყველა ლიდერის წასვლა შესაძლოა, საბედისწერო გამხდარიყო და გიგი უგულავასთან უთანხმოების საგანი სწორედ ეს გახდა. 

"როდესაც ლიდერები მიდიან იმიტომ, რომ ცუდად წავიდა საქმე და ვერ ხედავენ პერსპექტივას ამ ძალაში, მიდიან და მერე ამ პოლიტიკური ღირებულებების მატარებელ გუნდს ურთულებენ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იმ კონკურენციის პირობებში,რომელშიც ჩვენ ვართ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ სრულიად არანორმალურ ვითარებაში, ნებისმიერი ჩავარდნა შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო პოლიტიკური გუნდისთვის და ამაზე ვერ შევთანხმდით სწორედ. მე, ბუნებრივია, როგორც ამ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს, რომელმაც მივიღე ეს მხარდაჭერა და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მხარი დამიჭირა, მიმაჩნია, რომ ასე, თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში, ყველა პოლიტიკური ლიდერისგან გაწევა პირიქით შედეგს გამოიღებდა და სწორედ ამაზე ვერ შევთანხმდით,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები