17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
გულწრფელად რომ უნდოდეს მოლაპარაკების შედეგიანად დასრულება ოპოზიციას, მელიასთან დაკავშირებულ წინაღობას მოხსნიდნენ - მიხეილ სარჯველაძე

ნიკა მელია სასამართლო პროცესიდან არ გათავისუფლდა, რა იცვლება ამით მოლაპარაკების პროცესში, და ხომ არ დაიხურა კარი საბოლოოდ - ამ შეკითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიხეილ სარჯველაძეს მიმართა.

თავის მხრივ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თავად ოპოზიციას არ სურს მოლაპარაკების შედეგიანად დასრულება, სხვა შემთხვევაში მელიასთან დაკავშირებულ წინაღობას თვითონ მოხსნიდნენ.

"არავითარ შემთხვევაში, ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს, რომ ეს ასე იყოს და გამოყენებული იქნას ეს გარემოება საამისოდ. იმიტომ არის ზუსტად მცდელობები ტყვეობაზე საუბრის, პოლიტიკურ დევნაზე საუბრის და ა.შ. თორემ ისე ხომ ეს პრობლემა მარტივად გადაწყვეტადია. ხაზგასმით ვამბობ, გულწრფელად რომ უნდოდეთ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულება ოპოზიციონერებს და რომლებიც ამბობენ, რომ აი რა ვქნათ, ვერ ვრიგდებით, იმიტომ რომ მელია ციხეშია, როგორ ფიქრობთ, არ მოხსნიდნენ ამ წინაღობას თვითონ?" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები