02 სექტემბერი 2026,   02:01
ვრცლად
აშშ-ში "Jonson & Jonson"-ით ვაქცინაცია შეჩერდა - მიზეზი ინფექციის გვერდითი მოვლენები, მათ შორის ერთი პაციენტის გარდაცვალება გახდა

Jonson & Jonson-ის ვაქცინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა.

ამის მიზეზი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვირჯინიის შტატში მცხოვრები 45 წლის ქალის გარდაცვალება და კიდევ 6 პაციენტში თრომბის წარმოქმნა გახდა. კიდევ ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ჯანდაცვის სამსახურები იწყებენ გამოძიებას, უკავშირდება თუ არა თრომბით გართულების ეს შემთხვევები, "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინას.

კვლევის დასრულებამდე კი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საკვების და წამლის ადმინისტრაციასთან ერთად, რეკომენდაციას აძლევს ყველა შტატს, Jonson & Jonson-ის ვაქცინაცია შეაჩეროს.

დღის ამბები