შს სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა.
აქტივისტები შენობაში შესვლას და ვახტანგ გომელაურთან ან უწყების რომელიმე მაღალჩინოსან წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ კი სამინისტროს ტერიტორია დაატოვებინეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
დაპირისპირების დროს, არაოფიციალური ინფორმაციით, 8 პირი დააკავეს.