17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვებით რადიკალიზაციის დამთავრებისკენ მიანიშნა - გიორგი ხოჯევანიშვილი

პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, სახელმწიფოებრივი იყო და არა ეგოისტური. 

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მის გადადგომაში გამოიხატა. ამით მან გარკვეული დრო მისცა ოპოზიციასც და მმართველ გუნდსაც, რომ მომხდარიყო რაღაც უფრო რბილი გადაწყვეტილება და უფრო სწორი და რბილი ფორმით მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. თუმცა ეს არ მოხდა ისე, როგორც დანარჩენი საზოგადოება ისურვებდა.

გიორგი გახარიამ არ მიიღო ეგოისტური გადწყვეტილება, მან მიიღო სახელმწიფოებრივი გადწყვეტილება და გააჩინა შანსი იმასათვის, რომ  ამა თუ იმ ჯგუფს შემდგომში სწორი გადწყვეტილება მიეღო. გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვებით კიდევ ერთხელ მიანიშნა რადიკალიზაციის დამთავრებისაკენ

შეგახსენებთ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის გუნდს შეუერთდა. 

დღის ამბები