პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ახლა ძალიან სერიოზული ფიქრი მოუწევს იმაზე თუ რა უნდა იყოს მისი პოლიტიკური ნიშა.
ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"გიორგი გახარიას ახლა ძალიან სერიოზული ფიქრი მოუწევს იმაზე თუ რა უნდა იყოს მისი პოლიტიკური ნიშა. თუკი მისი პოლიტიკური საბრძოლო ველი იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე დაჯდომა, მერწმუნეთ ეს იქნება მისი პარტიის ძალიან მიზერული შედეგი. ხმების რაღაც რაოდენობა, რა თქმა უნდა, იქნება გათვლილი გახარიას მხრიდან იმ ამომრჩევლისა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას, მაგრამ ეს მცირე პროცენტი იქნება. მაგრამ, თუკი მას უნდა რომ ხელშესახები შედეგი დადოს, მისი მთავარი სამოქმედო ველი იქნება ის, რომელიც დღეს 7-მა პარტიამ უყურადღებოდ დატოვა,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.