პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გიორგი გახარიას გუნდი დაასრულებს პოლიტიკაში "რადიკალური ოპოზიციის ბოგინს", თუმცა მისი შეფასებით, მარტივი არ იქნება ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პოლიტიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
"ის, რომ მათ პოლიტიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ, არ იქნება მარტივი. რადგან არ ვიცით რა არის მათი პოლიტიკური იდეოლოგია. გამომდინარე აქედან, ის, რომ ისინი რეალურად იქნებიან ის ძალა, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში და დაასრულებს პოლიტიკაში ამ რადიკალური ოპოზიციის ბოგინს, კარგია, მაგრამ ამას საქმით შესრულება სჭირდება,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.