10 სექტემბერი 2026,   21:04
ვრცლად
დავიძვრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან გავმართავთ პერმანენტულ აქციებს - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. "რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში აქციას გამართავენ. ადგილზე რჩება რკინის ბარიკადები, რომლის აღებასაც დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

"აქ ისევ რკინის კედელია აღმართული. მოვითხოვთ აიღონ და გაგვითავისუფლონ გზა. თუ ამ ყველაფერს ისინი არ გაითვალისწინებენ, დავიძვრებით დედაქალაქისკენ ყველა რეგიონიდან გავმართავთ პერმანენტულ აქციებს. ჩვენი მოთხოვნა იყო ყოფილიყო დიალოგი და შემოსულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში. თუ ხელისუფლება მზად იქნება აიღოს კედელი დავბრუნდეთ ნამოხვანში ჩვენ სივრცეში, მოვიდეს გადაწვეტილების მიმღები და დაგველაპარაკოს,"- აცახადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. 

"ჩვენი გეგმები არ არის რადიკალური. გვსურს, პროტესტი გავაგრძელოთ მშვიდობიანად და მოთხოვნას, რაც წავუყენეთ ხელისუფლებას, ყველაზე სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი, უკვე ბარიკადის აღება დაემატა, არ დავიღლებით,"-ამბობს აქციის მონაწილე მაკა სულაძე. 

 

დღის ამბები