17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
პოლიტიკოსები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათ ილია ძოწენიძე აფინანსებდა

ვინ არის ილია ძოწენიძე და რა კავშირი აქვს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციასთან - მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენი უკვე აქციაზეც გამოჩნდა და გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ საპროტესტო მოძრაობის დაფინანსებას გეგმავს.

ძოწენიძე წლებია უკვე რუსეთში ცხოვრობს, მრავალმილიონიან ბიზნესებს მართავს და რამდენიმე ჯილდო თავად პუტინისა და მედვედევისგან აქვს მიღებული.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძოწენიძე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა ესენია : "ერთიანი საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" პოლიტიკური გუნდის ლიდერები ამ ინფორმაციას უარყოფენ. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ძოწენიძე პარტიას არასოდეს აფინანსებდა. რაც შეეხება მის პოზიციას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს.

იმავე პოზიციაზეა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა, პოლიტიკოსი უარყოფს ძოწენიძესთან კავშირს და აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა იქნეს შეჩერებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძოწენიძე დიმიტრი ლორთქიფანიძის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა 2020 წლის არჩევნებზე. 

"კურიერი" დღეს ძოწენიძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა ბიზნესმენი სახლში არ იყო.

დღის ამბები