17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" არ ვურჩევდი მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ იქნება -  ალექსანდრე მოწერელია

ვინ აპირებს გიორგი გახარიას გუნდში მუშაობას და როდის გაიმართება პარტიის პრეზენტაცია - ყოფილი პრემიერ-მინისტრის გეგმები მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ წრეებში. დღეს კომენტარები გააკეთეს მმართველი გუნდიდან წასულმა დეპუტატებმაც.

"გადავხედოთ არჩევნების შედეგებს, სამივე მაჟორიტარს, ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6%-ით მეტი ხმა აქვს აღებული. "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ ვურჩევდი მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ იქნება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია. 

"ქართული ოცნების" გუნდში დარჩენილი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ თითოეული იმ ადამიანის წარმატება, რომელიც გიორგი გახარიას გუნდში გადავიდა, სწორედ მმართველმა გუნდმა განაპირობა. 

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ ვინ რა რესურსით არის დეპუტატი და რამდენად განაპირობა თითოეული მათგანის წარმატება იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთა დაპირისპირების გზაზეც გაკეთეს მათ არჩევანი,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

შალვა პაპუაშვილის თქმით კი, გადაწყვეტილებაში უმთავრესი მნიშვნელობა მეგობრულ ურთიერთობას ჰქონდა და არა რაიმე პოლიტიკურ პლატფორმას. 

"სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს აქ მეგობრულ ურთიერთობას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა რაიმე პოლიტიკურ პლატფორმას. ჩვენ თავს "ქართული ოცნების" გუნდის წევრად მივიჩნევთ, ისინი კი ერთი ადამიანის გუნდის წევრად," - ამბობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები