"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ნიკა მელიასა დ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაუჭირდებათ.
ირაკლი კობახიძემ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს განაცხდა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით.