17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
დავით ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი, რაც ხელოვნურად არის შექმნილი, სწრაფად დასრულდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საერთაშორისო მეგობრების მთავარი გზავნილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ის პროცესი, რაც ქვეყანაშია შექმნილი. 

მინისტრი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ხელოვნურ კრიზისს უწოდებს. 

"ჩვენ მოვისმინეთ როგორც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს, ისე ჩემი სატელეფონო საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და საიმედო დასაყრდენი, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფად დასრულდეს ის პროცესი, რაც ხელოვნურად არის შექმნილი. მე მხედველობაში მაქვს ე.წ. პოლიტიკური კრიზისი და დასრულდეს ეს მოლაპარაკების გზით, იმისთვის, რომ მისაღები იყოს ის შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რადგანაც კიდევ ერთხელ, მუდმივად აპელირებენ ამაზე და ხაზს უსვამენ, რომ არ არის ახლა იმის დრო, რომ ჩვენ დაუსრულებლად ვიყოთ შესული ამ ხელოვნურ პროცესში,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი. 

დღის ამბები