17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
რეგიონს ვთავაზობთ სამშვიდობო პლატფორმას, მაგალითად - თბილისი რომ იქცეს ერთგვარ დიალოგის ფორმატად - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ რეგიონს სამშვიდობო პლატფორმა შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებს, რომ თბილისი ერთგვარ დიალოგის ფორმატად იქცეს. 

ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ჩვენ რეგიონს ვთავაზობთ სამშვიდობო პლატფორმას. მაგალითად, თბილისი რომ იქცეს ერთგვარ დიალოგის ფორმატად. დღეს სომხეთის პრეზიდენტი იმყოფება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მასაც დაველაპარაკებით, რომ კონკრეტული ეკონომიკური პროექტების ირგვლივ მოხდეს ინტერესების გაერთიანება. ეს ძალიან წაადგება სიტუაციის დეესკალაციას,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები