უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დადგა დრო უკრაინამ და საქართველომ მიიღონ როგორც NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაც. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა:
"სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის MAP- ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების მიღების დროა. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას და საქართველოს ისტორიული ურთიერთგაგება და ურთიერთმხარდაჭერა აქვთ მშვიდობის საკითხში,"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.