16 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
მრავლისმთქმელია რომ ბატონ კობახიძეს ამერიკაში გაუნათდა გონება, რომელიც აქ ვერ გავუნათეთ მთელი ნახევარი წელი - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრისთვის, გრიგოლ გეგელიასთვის საგულისხმოა, რომ განცხადება კომპრომისის აუცილებლობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა.

თუმცა, გეგელია აღნიშნავს, რომ დიალოგის პროცესში ყინულის გალღობასა და კომპრომისს ალტერნატივა არ გააჩნია. 

"ძალიან მრავლისმთქმელია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს ამერიკაში გაუნათდა გონება, რომელიც აქ ვერ გავუნათეთ მთელი ნახევარი წლის განმავლობაში. აშკარაა, რომ ვაშინგტონში ვიზიტი კარგ გავლენას ახდენს მასზე და ის ნელ-ნელა იაზრებს რა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების დაკვეთა, საუკეთესო ამ სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხის დაკვეთა. ჯერ საკითხავია, რას გულისხმობს ბატონი კობახიძე კომპრომისში, მაგრამ ფაქტია - ყინულის გალღობას და ამ კრიზისის გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია,"-აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები